მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება
29-12-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.

სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.

„მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ - საახალწლო ლექსები, იუმორისტული სკეჩები და სიმღერები. მადლობას ვუხდით მელეს საჯარო სკოლის პედაგოგს, ეკა ჯამბურიძეს, რომელმაც მოამზადა ბავშვები ღონისძიებისთვის. დადგეს - „რწყილი და ჭიანჭველას“ (ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზღაპარი) ინტერპრეტაცია იუმორისტული კუთხით. აღსანიშნავია, რომ მელეს საჯარო სკოლაში მეორე წელია ფუნქციონირებს მუსიკის წრე კახა გაზდელიანის ხელმძღვანელობით. დამუშავებული აქვთ ქართული ხალხური სიმღერები ასევე, საეკლესიო საგალობლებიც. უღრმეს მადლობა ვუხდით ბატონ კახას იმ კარგი საქმის კეთებისთვის, რაშიც არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. წარმატებებს ვუსურვებთ ამ საამაყო საქმის კეთებისთვის, რასაც ქართული უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურა ჰქვია. გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელიწადს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და ყველა ოცნების ასრულებას რაც ამ ჯადოსნურ ღამეს ჩაიფიქროთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203