„საქართველოს კუთხეები“​ - ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
29-12-2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ამჯერად სკოლაში პროექტი „საქართველოს კუთხეები“ ჩატარდა, რომლის მიმდინარეობისასაც მოსწავლეებმა სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელი მოირგეს, მათი ტრადიციები და კერძები წარმოაჩინეს. 

აღნიშნულ აქტივობაში ისინი დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„მოსწავლეებმა წარადგინეს საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობები, კერძები, სადღეგრძელოები, სიმღერები და ცეკვები. ეს ემოციები დიდხანს გაჰყვება თითოეულ მათგანს. მრავალ დამდეგს დაესწარით“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203