ტურცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
29-12-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში საახალწლო განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.
საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლების ინიციატივით 28 დეკემბერს სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით ჩატარებულ ზეიმზე I - V კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა ლექსები, სიმღერები და ცეკვები წარადგინეს.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ საახალწლო საჩუქრებით ყველა მონაწილე დაასაჩუქრა, რომლებიც მათ სკოლის თოვლის ბაბუამ გადასცა.