ლამაზი საახალწლო პიესები, ლექსები და სიმღერები - შუქრუთის N1 სკოლის დაწყებით კლასებში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
29-12-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა. 

აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და საზეიმო განწყობა აიმაღლეს. 

ზეიმი ყველა შესაბამისი რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით გაიმართა. 

„სკოლაში ჩატარდა საახალწლო ზეიმი. შესანიშნავი საახალწლო განწყობილება შექმნეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა თავიანთ ლამაზი საახალწლო პიესებით, ლექსებითა და სიმღერებით“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203