წესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი ღონისძიებით მიულოცეს
29-12-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეები, დამრიგებლების ხელმძღვანელობით, დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და საზეიმო განწყობა აიმაღლეს.
მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი ყველას მიულოცეს.
ზეიმი ყველა შესაბამისი რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.