მათხოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი სანტა კლაუსმა მიულოცა
29-12-2021
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში სანტა კლაუსს უმასპინძლეს.
მან მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მართალია, არსებული რეგულაციების გამო მასშტაბური ზეიმი ვერ გაიმართა, თუმცა სკოლაში სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სანტას ლექსები წაუკითხეს, უმღერეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს.
სანტა კლაუსმა მოსწავლეები ტკბილეულით დაასაჩუქრა და სადღესწაულო განწყობა შეუქმნა.
„სკოლის დირექტორმა ნარგიზ ჩიქოვანმა სკოლაში სანტა კლაუსს უმასპინძლა, რომელმაც ახალი წელი მიულოცა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. სკოლაში საახალწლო განწყობა სუფევდა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციებიდან გამომდინარე, სკოლამ დიდი საახალწლო ზეიმი ვერ გამართა. სანტა კლაუსს დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლის შესასვლელში დახვდნენ, მასთან ერთად იცეკვეს, იმხიარულეს და ექსპრომტად ლექსებიც კი უთხრეს. სანტამ პატარები დაასაჩუქრა ტკბილეულით. მას არც უფროსკლასელებიც არ დავიწყნია, მათ საკლასო ოთახებში მიაკითხა, ახალი წელი მიულოცა და მათაც გადასცა საჩუქრები“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს