ოროჯალარის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
29-12-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიების ინიციატორები იყვნენ ქართული ენის მასწავლებლები - თამარი პოილარაშვილი და არმენუი პოდოსიანი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ლექსები, სიმღერები და ხალხური ცეკვები.

მე-8, მე-7 და მე-2 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებს და თანასკოლელებს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი, უსურვეს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, სიკეთე და ბარაქა.

ზეიმი ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203