მათხოჯის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ ლერი ხვინგიას კუთვნილი ოქროს მედალი საზეიმოდ გადაეცა
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ ლერი ხვინგიას კუთვნილი ოქროს მედალი საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ლერი ხვინგია 2016-2017 სასწავლო წლის „ხონის ეტალონი მოსწავლეა“. ის ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტია.
სკოლა ულოცავს მას კუთვნილი მედლის მიღებას და წარმატებას უსურვებს.
„ლერი ხვინგია დაჯილდოვდა ოქროს მედლით, რომლის გადაცემა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუგვიანდა და მიმდინარე წლის ბოლოს გადაეცა წარჩინებულ მოსწავლეებს. მათ შორის გახლდათ ლერი ხვინგიაც. იგი დამსახურებული ჯილდოთი მოვიდა სკოლაში თავის აღმზრდელ-პედაგოგებთან. მან მადლობა გადაუხადა თავის მშობლიურ სკოლას, მასწავლებლებს გაწეული ამაგისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: