
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნორა აივაზიანის ხელმძღვანელობით, ქართული ენის გაკვეთილზე საახალწლო პლაკატი დაამზადეს.
მოსწავლეებმა საახალწლო ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და პლაკატზე დაიტანეს.
მეოთხეკლასელები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტო: