ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ღვინაშვილს დისტანციური სასწავლო კურსის წარმატებით გავლისთვის სერტიფიკატი გადაეცა
29-12-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ღვინაშვილმა თანასწორობის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე სასწავლო კურსი წარმატებით გაიარა. 

მან წარმატებული მონაწილეობისათვის სერტიფიკატი დაიმსახურა. 

სკოლა ამაყობს მარიამ ღვინაშვილის მიღწევებით და წარმატებას უსურვებს.

„მარიამ ღვინაშვილი თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე შერჩეულ იმ 30 მოსწავლეს შორისაა, რომელთაც დისტანციური სასწავლო კურსი სრულად გაიარეს და წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატიც დაიმსახურეს. პროექტი განხორციელდა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. ვულოცავთ მარიამს მორიგ წარმატებას!  წინსვლასა და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებთ“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203