
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლამ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დაასრულა.
სკოლის დირექციამ მოსწავლეთა საახალწლო განწყობაზე იზრუნა. მოსწავლეებმა საკლასო ოთახები საზეიმოდ მორთეს და წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ კიდეც.
სკოლა სასკოლო საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
„გილოცავთ ახალ 2022 წელს! გისურვებთ ულევ სიხარულს, სიკეთესა და წარმატებებს! მშვიდობის, კეთილდღეობის, წინსვლის და გაძლიერების წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: