ხანდოს საჯარო სკოლაში წარმატებული მოსწავლეები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
29-12-2021
 წალკის მუნიციპალიტეტის ხანდოს საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებამდე წარმატებული მოსწავლეებიც დააჯილდოვეს.

სკოლაში საახალწლო განწყობა იგრძნობოდა, მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. ამით კი დამგედგი 2022 წელი ყველას მიულოცეს. 

ხანდოს საჯარო სკოლა სასკოლო საზოგადოებას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს. 

აღსანიშნავია, რომ საახალწლო ღონისძიება რეგულაციათა სრული დაცვით გაიმართა.

„სკოლაში საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ წარმატებული ბავშვები, რის შემდეგაც ჩატარდა საახალწლო ღონისძიება“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203