
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე მარიამ კერესელიძე შემოქმედებით კონკურსში - „ავტორობანა“, მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს სერტიფიკატი და წიგნები გადაეცა. კონკურსი „შემოქმედებითი ევროპის“ და გამომცემლობა „კლიოს“ ერთობლივი პროექტის - „დავუახლოვდეთ ლიტერატურულ ევროპას“ ფარგლებში გაიმართა.
ასურეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები ვულოცავთ მარიამს, მომავალში ბევრ კონკურსსა და პროექტში წარმატებას ვუსურვებთ.
იხილეთ ფოტო: