წყალტუბოს N1 სკოლის V კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
29-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა Vბ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი გაიმართა.
აღსანიშნავი, რომ ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგი დოდო ხაჩიძეა, ხოლო დამრიგებელი თამარ გრიგოლია.
„კომპლექსური დავალების პირობა ასეთი იყო: „სახელმძღვანელოში მოცემული სულხან-საბა ორბელიანისა და აკაკი წერეთლის იგავ-არაკებიდან აირჩიე სასურველი და შექმენი პოსტერი, რომელზედაც ასახავ იგავ-არაკის შეგონების შენეულ გაგებას“. მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს იგავ-არაკები, გამოკვეთეს შეგონებები: „არქონება არ ვარგა და ავად ქონება უარესია" („ძუნწი და ოქრო"), „მათ, ვისაც შენი არ ესმის, სჯობს, საერთოდ გაეცალო"(„ძაღლი და ცხვრები"), „გაუსინჯავად ნურაფერს იზამ, თორემ ბოლოს დაინანებ"(ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი"), „გადაგვარების მოსურნე ბუნებისაგან კრულია" („ღამურა"), „რასაც გარჯის გარეშე მოიპოვებ, ვერ გამოიყენებ და ადვილად დაკარგავ“ („მეფე და მჭედელი"). ჯგუფებმა წარმოადგინეს შესრულებული დავალების პრეზენტაციები, შეაფასეს როგორც საკუთარი, ასევე ერთმანეთის ნაშრომები. გაკვეთილი დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ და დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძემ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს