წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში მოგებული თანხით ქართველი მხატვრის შემოქმედებით გაფორმებული კალენდრები შექმნეს
29-12-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლეებმა: ბარბარე გიგლემიანმა, მარიამ ფანგანმა, ქრისტინე ფანგანმა და ბარბარა გიგლემიანმა ამჯერად, ფარის საჯარო სკოლის მიერ შეთავაზებულ პროექტში მიიღეს მონაწილეობა და კონკურსის ფარგლებში 150 ლარი მოიგეს.
მოგებული თანხით მოსწავლეებმა უშგულელი მხატვრისა და ფერმწერის, ფრიდონ ნიჟარაძის ნახატებით გაფორმებული კალენდრები დაამზადეს.
კალენდრების დამზადების მიზანი მოსწავლეების თქმით გენიალური მხატვრის შემოქმედების მეტი პოპულარიზაცია და ასევე, მათი წამოწყებული სტარტაპის გაფართოება იყო.
„ჩვენმა ყოჩაღმა გოგონებმა განაახლეს კალენდრები და ახალი იდეის განსახორციელებლად აქტიურად მიიწევენ წინ. გვერდში დავუდგეთ მათ და ვუსურვოთ წარმატება“, - წერს პედაგოგი სოფია ქუხილავა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს