ოზაანის საჯარო სკოლაში ხელნაკეთი ნაძვის ხეების კონკურსი გაიმართა
28-12-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში პედაგოგების - ნინო მეხრიშვილის და ხათუნა ხოსიტაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებისთვის ხელნაკეთი - „ნარჩენებისგან“ შექმნილი ნაძვის ხეების კონკურსი გაიმართა.
კონკურსში მოსაწავლეებმა დიდი ხალისით მიიღეს მონაწილეობა და მათი სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო ამაღლდა.
„ახალი წელი ნამდვილად არის ისეთი დღესასწაული, რომელსაც ყველაზე მეტად ნაძვის ხე ამშვენებს. სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში გაიმართა ხელნაკეთი - „ნარჩენებისგან“ შექმნილი ნაძვის ხეების კონკურსი. I-VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი ნამუშევრები, ხმათა უმრავლესობით გამოვავლინეთ I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები. კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელით. მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს აქტიურად ჩართულობისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს