„ჩემი ოცნების ქალაქი“ -რუსთავის N23 სკოლის III კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
28-12-2021

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ეკატერინე იაშვილის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალების ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

კომპლექსური დავალების თემა გახლავთ - „ჩემი ოცნების ქალაქი“.

კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით, მოსწავლეებს უნდა შეექმნათ მათი საოცნებო ქალაქის ან უბნის მაკეტი.

„ბავშვებმა ნამუშევრებში ნათლად წარმოაჩინეს, როგორია მათი წარმოდგენით იდეალური ქალაქი. ქალაქს თანამედროვეობის იერი აქვს. სხვათა შორის, მარტო არქიტექტურას არ ვგულისხმობთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მათ არ ეშინიათ თამამი იდეების და პრეზენტაციის დროს კითხვაზე - თუ ვინ შეიძლება დაინტერესდეს მათ მიერ დამზადებული უბნის მაკეტებით, თამამად განაცხადეს, რომ არქიტექტორები და დიზაინერები.

ასევე პრეზენტაციაში აღნიშნეს, რომ ავტომობილები, რომლებიც ქალაქის უბნების გასაფორმებლად გამოიყენეს, მზის ენერგიაზე მუშაობენ. მათი უბნებში განსაკუთრებით სიფერადე და სიმწვანე შეინიშნება. ბავშვების სურვილია, რომ მათი ქალაქი, ფერადი, ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებული იყოს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203