სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეებმა მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს საჩუქრები მოუმზადეს
28-12-2021
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეებმა საახალწლოდ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს საჩუქრები მოუმზადეს.

სკოლა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და ამ კეთილ საქმეში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის.

„საოცარი შეგრძნებაა, როდესაც მიზანი სხვისი გახარებაა. გიმნაზიელებმა საჩუქრები მოუმზადეს მოხუცთა თავშესაფრის ბინადარ ბებოებს. ყველას დიდი მადლობა ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საოცარ საქმეში. მადლობა მასწავლებლებს და ბავშვებს; დიდი მდლობა მშობლებს, თქვენი ჩართულობის გარეშე ვერ შევძლებდით ამ ყველაფრის გაკეთებას. ყველას გილოცავთ შობას და ახალ წელს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

​იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203