
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელმა ლანა ალექსანიანმა საახალწლო ზეიმი მე-3 კლასელებთან ერთად მხიარულ გარემოში ჩაატარა.
მოსწავლეებმა ზღაპარი „წითელქუდა“ ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს, ინგლისურად იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და იცეკვეს.
ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუამ მოსწავლეებს დამდეგი 2022 წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.