თბილისის N31 საჯარო სკოლის ​IV კლასის მოსწავლეებმა საბავშვო მწერალს უმასპინძლეს
28-12-2021
თბილისის N31 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის ​IV კლასის სამკითხველო განყოფილებას საპატიო სტუმრის სტატუსით საბავშვო მწერალი - გივი ჩიღვინაძე ეწვია.

„მწერალმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, მოისმინა საახალწლო თემატიკის ლექსები და პრეზენტაციები, შემდეგ კი ახალი წიგნის პრეზენტაცია მოაწყო; მწერალმა ასევე, საკუთარი შემოქმედებიდან უამრავი ნაწარმოებები წაუკითხა, რაც ჩვენი ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო, შემეცნებითი, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. შეხვედრის ბოლოს მწერალმა თითოეულ ბავშვს და დამსწრე საზოგადოებას წიგნები უსახსოვრა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. სკოლა დიდ მადლობას უხდის ბ-ნ გივი ჩიღვინაძეს
სტუმრობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - წერს პედაგოგი ნათია აბულაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203