ბაღდათის N1 საჯარო სკოლის ღირსეული წარმატება თეატრალურ ფესტივალზე
28-12-2021

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ გარუჩავა, მარიამ სახამბერიძე, მარიამ მუჯირი, მარიამ მშვილდაძე და ელენე გოგსაძე, პედაგოგ ნუკრი კარკაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის საერთაშორისო სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე -„N-ოვაცია 2021“ მუსიკალური სპექტაკლით - „ჩაი და დეკემბერი“ ღირსეულად წარდგნენ.

მოსწავლეებმა გაიმარჯვეს შემდეგ ნომინაციებში:

  • წლის საუკეთესო სპექტაკლი ბაღდათის N1 საჯარო სკოლა;
  • წლის საუკეთესო კომპოზიტორი - ნუკრი კარკაძე;
  • რეზო ჩხეიძის რჩეული გოგონა - მარიამ გარუჩავა;
  • ორგანიზატორის რჩეული - მარიამ მუჯირი;
  • წლის საუკეთესო ხელშემწყობი პედაგოგი არაფორმალური განათლების კუთხით - ნუკრი კარკაძე.
სკოლა სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203