თივის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება, კოვიდრეგულაციების დაცვით, გამართეს
28-12-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობა დღითიდღე უფრო იგრძნობა.

სკოლაში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით საახალწლო ზეიმი ჩატარდა, სადაც ბავშვებმა ერთმანეთსა და პედაგოგები დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიებაზე ლექსები და სიმღერები წარმოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ თოვლის პაპამ ყველა ბავშვი ტკბილეულით დაასაჩუქრა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203