საქობოს საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის სპექტაკლი - „მამლაყინწას თავგადასავალი“ დადგეს
28-12-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოს შესაქმნელად მუდამ თავდაუზოგავად შრომობენ.

სკოლის სპეცმასწავლებლებმა სპექტაკლი - „მამლაყინწას თავგადასავალი“ დადგეს, რომელსაც სსსმ და I-IV კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სპექტაკლმა დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ბავშვები დიდი ინტერესით უსმენდნენ და ძალიან უხაროდათ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლოს, დარბაზში თოვლის პაპა გამოჩნდა, ბავშვებს ახალი წლის შემობრძანება მიულოცა და საჩუქრები გადასცათ.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203