ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლოდ დასაჩუქრდნენ
28-12-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამა წარმოადგინეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებმა თოვლის ბაბუასაც უმასპინძლეს, რომელმაც მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა საჩუქრები სოფლის მკვიდრმა სერჟიკ ქუროიანმა დააფინანსა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203