თბილისის N108 საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე კვირეული ჩატარდა
28-12-2021
თბილისის N108 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სასკოლო პროექტის ფარგლებში სკოლაში კვირეული თემაზე - „ბულინგი და კიბერბულინგი“ ჩატარდა. კვირეული 29.11 – 04.12 პერიოდში მიმდინარეობდა.
პედაგოგებმა და კლასის ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს ესაუბრნენ, განიხილეს ბულინგის ფორმები და მისი შედეგები; ასევე, იმსჯელეს მათი დაძლევის გზებსა და პრევენციებზე.
სასკოლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაციები და ასევე, უყურეს ფილმებს. შეიქმნა ბუკლეტები, ფლაერები, ვიდეორგოლები, კედლის გაზეთები და ა.შ.