მუხრანის N3 საჯარო სკოლის მე-7 კლასში საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა
28-12-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-7 კლასში ამჯერად ინგლისური ენის მეტად საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „Victorian English-19th century" (ვიქტორიანული ინგლისი-მე-19 საუკუნე) ჩატარდა.
პროექტს ინგლისური ენის პედაგოგი ნინო ხუციშვილი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლემ, ნინო გერაძემ მეტად საინტერესო ნამუშევარი შექმნა.