„მუსიკა და ყვავილები“ - შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
28-12-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში სასკოლო ინტეგრირებული პროექტის - „მუსიკა და ყვავილების“, პრეზენტაცია შედგა.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის ნიჭიერი მოსწავლეები მუსიკის პედაგოგის, სონა გასპარიანის ხელმძღვანელობით ორი თვის მანძილზე ექსპერიმენტს ატარებდნენ, რის შედეგადაც სამეცნიერო გამოფენა შეიქმნა; ექსპერიმენტის მსვლელობა და მისი შედეგი ექსპონანტებში და ფოტოებში აისახა.
პროექტის მონაწილეებმა დაწვრილებით მოუყვნენ მსმენელს იმაზე, თუ როგორ განსხვავებულად იმოქმედა ყვავილებზე - კლასიკურმა, ჯაზ და როკ მუსიკამ;
აღსანიშნავია, რომ გამოფენას გარდა იმისა, რო შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა ასევე, ლამაზად იყო მოწყობილი.