დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსში წარმატება მოიპოვეს
28-12-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსში - „ვაჟას შემოქმედება ჩემი კალიგრაფიით“, წარმატებით იასპარეზეს. 

სკოლიდან კონკურსში მოსწავლეები ლუსინე და ასტღიკ ხაჩატურიანები და თამარ სარგსიანი მონაწილეობდნენ. მათგან ორი ასატღიკი და თამარი წარმატებულ კონკურსანტებს შორის დასახელდნენ. 

აღნიშნული კონკურსი ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის საიუბილეოდ, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამართა.

სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.

„კალიგრაფიის კონკურსში „ვაჟას შემოქმედება ჩემი კალიგრაფიით“ გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ნომინანტები და წარმატებული კონკურსანტები.
კონკურსი ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მოწაფეებიც: დები ლუსინე და ასტღიკ ხაჩატურიანები და თამარ სარგსიანი. განსაკუთრებით საამაყო კი ის არის,რომ ასტღიკ ხაჩატურიანი(XIIკლ.) და თამარ სარგსიანი(XI კლ.) წარმატებულ კონკურსანტებს შორის დასახელდნენ.
ვულოცავ მათ და დამიის საჯარო სკოლას ამ წარმატებას! კიდევ მრავალი გამარჯვება მოგველოცოს და გვეამაყოს ჩვენი მოწაფეებით“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203