არაგვის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა პირველკლასელთათვის საახალწლო ღონისძიება გამართეს
28-12-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში ახალი წლის შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან.

27 დეკემბერს სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა, რომლის ორგანიზატორები მეთორმეტე კლასის ნიჭიერი მოსწავლეები იყვნენ.

უფროსკლასელებმა პირველკლასელთათვის გასართობი პროგრამა მოამზადეს: იმრერეს, იცეკვეს და პატარებთან ერთად იმხიარულეს.

ზეიმის დასასრულს კი საჩუქრები გადასცეს.

„არაგვის საჯარო სკოლა გილოცავთ დამდეგ ახალ წელს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203