ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ჩატარებული სამუშაოების შესახებ კონფერენცია გამართა
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში ეკოკლუბ „ერას“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ზოგადად, კლუბის წევრები აქტივობებს ხშირად და დიდი ინტერესით ასრულებენ. მათი მიზანი გარემოს დაცვაა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.
ასეთი იყო კონფერენციის დღის წესრიგი:
1. წყალი, წყლის თვისებები და ქ. ტყიბულის 7 წყაროს ბიოლოგიური ანალიზი.
მომხსენებელი: გვანცა ფანცხავა, მარიამ ოდიკაძე.
2. არა შიმშილს!
მომხსენებელი: ალექსი ფოფხაძე, თამარ აბესაძე.
3. დედამიწის ეკოსისტემა.
მომხსენებელი: ვასილ დოღონაძე, აკაკი აბესაძე.
„ეკოკლუბის წევრებმა საინტერესო თემები წარმოადგინეს, სადაც ჩანდა მათი სერიოზული დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.
კლუბის წევრები აგრძელებენ მუშაობას. მათი მიზანია დაეხმარონ ბუნებას და საკუთარი სიტყვა თქვან დედამიწის გადარჩენის საქმეში“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: