ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნახატების კონკურსში მონაწილეობდნენ
28-12-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში ყოველთვის აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის მოსწავლეებმა: მეგი ლოხიშვილმა, თემური ბერიანიძემ და ეკატერინე გაბარაშვილმა ამჯერად ნახატების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

„ნახატების კონკურსი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  FAO-GEORGIA-ს ინიციატივით ჩატარდა. საკონკურსის თემა იყო - „საკვების გზა ფერმიდან სუფრამდე“. კონკურსში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის IX კლასის მოსწავლეები - მეგი ლოხიშვილი და თემური ბერიანიძე და XII კლასის მოსწავლე ეკატერინე გაბარაშვილი. ორგანიზაციამ ბავშვებს სამახსოვროდ დაუმზადა მაისურები მათივე შესრულებული ნახატებით და გამოუგზავნა სკოლაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203