წესის საჯარო სკოლაში ორი საგნის ინტეგრირებული ვიქტორინა გაიმართა
28-12-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში მათემატიკისა და „ჩვენი საქართველოს“ ინტეგრირებული ვიქტორინა გაიმართა.

აღნიშნულ ვიქტორინას მათემატიკის მასწავლებელი მერი თორთლაძე და ისტორიის მასწავლებელი მაია ცერცვაძე უძღვებოდნენ. 

მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს.

ვიქტორინის ბოლოს ისინი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„სკოლაში ინტეგრირებული საახალწლო ვიქტორინა გაიმართა. ღონისძიება შედგებოდა 3 ტურისაგან: მათემატიკა, „ჩვენი საქართველო“ და ჯეოპარდი, სადაც საინტერესოდ იყო გაერთიანებული ეს ორი საგანი. მოსწავლეებმა რომაული რიცხვების გამოყენებით გამოიცნეს ის თარიღები, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისთვის“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203