„ჩაგვრა - დანაშაული“ - პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
28-12-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებაში თემაზე - „ჩაგვრა - დანაშაული“
პროექტი განხორციელდა.

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში პედაგოგ მელანო შავლიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

მათ თემის გარშემო ისაუბრეს, არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს.

„სასწავლო გარემოში ჩაგვრის წინაპირობა, საფრთხეები და აღმოფხვრის გზები.
გაკვეთლის მსვლელობისას მოსწავლეებს გაუჩნდათ კითხვა, შეიძლება თუ არა ჩაგვრა იყოს დანაშაული და არასრულწლოვანს მიესაჯოს სასჯელი?
შესაბამისად, დავისახე მიზანი. ერთობლივად შევადგინეთ მოსწავლის უფლება-მოვალეობები, ასევე კანონის უზენაესობა, პარლამენტის მიერ დადგენილი კანონი. ვისაუბრეთ მოსწავლის 54-ე მუხლის ბავშვთა კონვენციის შესახებ, დემოკრატიაზე უფლებებსა და თავისუფლებებზე“,- წერს მასწავლებელი მელანო შავლიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203