ქუთაისის N40 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ლომიძემ უშუს მე-18 ეროვნულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლეს ნიკოლოზ ლომიძემ უშუს მე-18 ეროვნულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
სკოლა და დამრიგებელი თამარ მეზურნიშვილი ამაყობენ მოსწავლის მიღწევებით და მას და მის მწვრთნელ ზურაბ კაპანაძეს წარმატებას უსურვებენ.
„დირექცია და კლასის დამრიგებელი თამარ მეზურნიშვილი ულოცავს ამავე სკოლის Vა კლასის მოსწავლეს ნიკოლოზ ლომიძეს უშუისტების საქართველოს მე-18 ეროვნულ ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებებს.
ვუსურვებთ ნიკოლოზს წინსვლას საუკეთესო მწვრთნელ, ზურაბ კაპანაძესთან ერთად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.