„ცოცხალი სამყარო“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
28-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IIა კლასში, ბუნებისმეტყველებაში თემაზე - „ცოცხალი სამყარო“ კომპლექსური დავალება ჩატარდა.
მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით, რომელიც მცენარის ზრდა-განვითარებას ეხებოდა კომიქსები და ჩატარებული ცდების მასალები წარადგინეს, გამოიყენეს სათანადო ვიდეომასალა.
გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, ბავშვებმა ცოცხალი ორგანიზმების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს; ასევე, დაადგინეს მსგავსება და განსხვავება მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებს შორის. ნიჭიერმა მოსწავლეებმა მცენარეების როლზე ისაუბრეს.