„როგორ ჩავიხედოთ ნივთიერების შიგნით?“ - წყალტუბოს N1 სკოლის მე-7 კლასში კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი ჩატარდა
28-12-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7გ კლასში, ფიზიკაში კომპლექსური დავალების - „როგორ ჩავიხედოთ ნივთიერების შიგნით?“ დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. მოსწავლეების პედაგოგი ირინა ალავიძეა, ხოლო კლასის ხელმძღვანელი მაკა ჟორჟოლიანი.
მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი სტატიები წარადგინეს, რომელშიც ჩანდა, რომ სიღრმისეულად გაიაზრეს ნივთიერების აგებულება, ჩაატარეს ცდები ნივთიერების აგებულების კვლევის მიზნით, გამოიტანეს სწორი დასკვნები ნივთიერების აგებულების, ნაწილაკების მოძრაობის, ურთიერთქმედების შესახებ.
ცდების ამსახველი ფოტო მასალა კი სტატიას დაურთეს; დახატეს სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის სურათი, შექმნეს ატომის, მოლეკულის მოდელები. სტატიაში მოიყვანეს მაგალითები, როდესაც ადამიანი თავის სასარგებლოდ იყენებს ცოდნას ნივთიერების აგებულების შესახებ და მატერიას თავის სამსახურში აყენებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს