ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილით მოწამეთაში იმყოფებოდნენ
28-12-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები მოწამეთაში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა მოწამეთა და მისი შემოგარენი პროექტის ფარგლებში მოინახულეს. გასვლითი გაკვეთილის თემა „ტყე და მისი დანიშნულება“ იყო.

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დამრიგებლის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

„პროექტში - „ჯანსაღი ცხოვრების წესის განსახორციელებლად“, აქტიურად ვართ ჩართული N40 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი: ქ.დიაკონიძე).
მოვაწყვეთ გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში - „ტყე და მისი დანიშნულება“. ამ მიზნით, დავათვალიერეთ მოწამეთა და მისი შემოგარენი. ბავშვებმა ისაუბრეს ტყის სახეობაზე, დაახასიათეს თითოეული სახეობა, ასევე ისაუბრეს მცენარის შემადგენელ ნაწილებზე და მათ დანიშნულებაზე. ისაუბრეს ტყის დაცვის აუცილებლობაზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203