ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი
27-12-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით ღონისძიებებში, რომლებიც ემსახურება გარემოსდაცვითი განათლების პრინციპების დანერგვასა და მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევას. 

ეკოკლუბის - „ბუნების მცველი“ წევრი მოსწავლეები სისტემატიურად ზრუნავენ საკლასო ოთახების, სკოლის შენობის და სკოლის ეზოს გამწვანება-დასუფთავებაზე. 

ამავე დროს, სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს სურთ მიიღონ ის პოზიტიური შედეგები, რაც უკავშირდება სუფთა გარემოს შექმნის მოტივაციას, სკოლისთვის მწვანე დროშისა და სერტიფიკატების მოპოვებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203