თბილისის N118 საჯარო სკოლის პირველკლასელებს თოვლის ბაბუამ კართან საჩუქრებით სავსე ტომარა დაუტოვა
27-12-2021
თბილისის N118 საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს და სადღესასწაულო განწყობა დღითიდღე კიდევ უფრო მაღლდება.
ამჯერად, პირველკლასელთათვის საახალწლო ზეიმი გაიმართა, რომელსაც კლასის ხელმძღვანელი ირმა აბულაშვილი ხელმძღვანელობდა.
„სკოლის პირველ კლასში საახალწლო ზეიმი გაიმართა. კლასის ხელმძღვანელმა ირმა აბულაშვილმა პატარებს დაუვიწყარი დღე აჩუქა. ღონისძიებაზე ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. ზეიმის ბოლოს პირველკლასელებს თოვლის ბაბუამ კართან საჩუქრებით სავსე ტომარა დაუტოვა. პატარები საჩუქრებმა ძალიან გაახარა. პირველკლასელები ემოციებს ვერ მალავდნენ. ზეიმის ბოლოს პატარებმა მასწავლებელთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე, პედაგოგმა, ირმა აბულაშვილმა აღსაზრდელების შესახებ ემოციური კომენტარი გააკეთა.
„იმდენ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ ეს პატარა არსებები, რომ მარტო ამისთვის ღირს მასწავლებლობა“, - აღნიშნა კლასის ხელმძღვანელმა ირმა აბულაშვილმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს