შრომის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს
27-12-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

მოსწავლეებმა დამრიგებელ მარინე მარტიაშვილის ხელმძღვანელობით, მცირე აქტივობა ჩაატარეს. 

პირველკლასელებს ეცვათ საახალწლო ფორმები და მორთულ კლასში სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„საახალწლო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, პირველკლასელებმა მოგვილოცეს დამდეგი ახალი წელი“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203