„რიცხვები ყოველდღიურ ცხოვრებაში“ - პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
27-12-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ თეონა თებიძის ხელმძღვანელობით, მათემატიკის გაკვეთილზე საინტერესო პროექტ-გეგმაზე იმუშავეს. 

პროექტის თემა გახლდათ - რიცხვები ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიზანი კი - ანაბრის დათვლა პროცენტის გამოყენებით.

მოსწავლეები პროექტში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იმუშავეს როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად და საგანში ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203