ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ფრენბურთსა და ფეხბურთში შიდასასკოლო შეჯიბრებები გაიმართა
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ფრენბურთსა და ფეხბურთში შიდასასკოლო შეჯიბრებები გაიმართა.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს და თავისნთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ფრენბურთში ფინალში ერთმანეთს მე-7ბ და მე-5ბ კლასის გუნდები შეხვდნენ, სადაც მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს, ხოლო ფეხბურთში გამარჯვება მე-9ა კლასის გუნდმა მოიპოვა.
სკოლა ამაყობს მოსწავლეებით და წარმატებებს უსურვებს.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში გრძელდება შიდასასკოლო სპორტული ღონისძიებები, რომელიც ამჯერად გაიმართა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა შორის. მე-5, მე-6, მე-7 კლასის გუნდები ერთმანეთს გაეჯიბრნენ ფრენბურთში. შეჯიბრება გაიმართა ოლიმპიური სისტემით, დაბალი ასაკის მიუხედავად, ისინი მონდომებით ასრულებდნენ ყველა იმ ტექნიკურ ელემენტებს, რომლებიც ფრენბურთის თამაშისას გამოიყენება.
ფინალში ერთმანეთს მე-7ბ და მე-5ბ კლასის გუნდები შეხვდნენ, სადაც მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა იმარჯვეს და 2-1 ანგარიშით დაამარცხეს თავიანთი მეტოქე გუნდი.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასები კი ერთმანეთს მინი ფეხბურთში დაუპირისპირდნენ. როგორც ფეხბურთს სჩვევია, თამაშები ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ფინალი, სადაც მე-9გ კლასი მე-7ა კლასს შეხვდა, გამარჯვებული პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო ზუსტი მე-9ა კლასის გუნდი აღმოჩნდა.
როგორც ფრენბურთში, ასევე მინი ფეხბურთში ფინალისტები დაჯილდოვებული იქნენ თასებით. გამარჯვებული გუნდის ბაზაზე კი დაკომპლექტდა სკოლის ნაკრები გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალურ თამაშებში“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: