ერკეთის საჯარო სკოლაში შემოქმედებით-ინტელექტუალური ღონისძიება ჩატარდა
27-12-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საინტერესო თემატიკით, შემოქმედებით-ინტელექტუალური ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ციალა ჭიხვარია ხელმძღვანელობდა. 

ერთმანეთს შეერკინა 2 გუნდი - „ლომები“ და „არწივები“.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, წარმოდგენილი იყო ნომინაციები ქართული ენიდან - სიტყვები და წინადადებები გრამატიკულად გამართულ წერასა და გამოთქმაზე.

შერჩეული იყო ლიტერატურიდან ნომინაციები - „ნადირობა“ (ვინ ან რა იპოვეს ნადირობისას), „ცხენი“ (მოსწავლეებმა მოუძებნეს პატრონები - ლიტერატურული გმირები).

ჟიურის შეფასების მიხედვით 1 ქულის უპირატესობით „ლომებმა“ გაიმარჯვეს.

„ღონისძიებამ მოსწავლეებს ცოდნა გაუმდიდრა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203