ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე პროექტების პრეზენტაცია გამართეს
27-12-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვასა და მნიშვნელობის გაცნობიერებას ემსახურებოდა VII, VIII და IX კლასის მოსწავლეთა - თეკლა ფიცხელაურის, რუსუდან ქინძოძის, ანა ცქვიტიშვილის, ნატალი მემარნიშვილის, ქეთევან თამარაშვილის, მეგი ლოხიშვილის, ელენე სააკაშვილის, ლევან სააკაშვილის, ავთანდილ შალიკაშვილისა და ლიზი ლაბაურის პროექტების პრეზენტაცია. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციები, პედაგოგ იზოლდა მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, ბიოლოგიის გაკვეთილზე მოაწყვეს. 

პრეზენტაციის შემდეგ საინტერესო ნამუშევრები კედლის გაზეთში განთავსდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203