ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაში მონაწილეობდნენ
27-12-2021

15 დეკემბერს, თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა რიგით მეოცე რესპუბლიკური შეკრება გაიმართა. 

თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლიდან ღონისძიებაზე წარადგინეს ორი თემა - „ფოლკლორული წყაროსთვალი“ და „ხალხური მარგალიტები“.

ავტორები: ლაშა იმნაძე XI კლასი, ლაშა დავითაძე და ელენე ზაქარაძე IX და XII კლასი.

თემის ხელმძღვანელ - კონსულტანტები იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი მარინა ბერიძე და უფროსი მასწავლებელი ქეთო საფარიძე.

ჟიურიმ საუკეთესო ნაშრომები შეაფასა. ავტორები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203