„ბედნიერება, წარმატება და მშვიდობა გვინდა გისურვოთ“- შეუბნის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია
27-12-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბნის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია, ირთვება საკლასო ოთახები და დერეფნები.

საზეიმო ღონისძიების ჩატარება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება, თუმცა მოსწავლეებმა მაინც მოამზადეს: ლექსები სიმღერები და მინი სპექტაკლი, რომელსაც საკუთარ საკლასო ოთახებში გამართავენ და ასე შეიქმნიან სადღესასწაულო განწყობას.

აღსანიშნავია, რომ სკოლამ ტრადიციას წელსაც არ უღალატა და საახალწლო საჩუქრები მოამზადა, რომელსაც თოვლის ბაბუასთან ერთად ბავშვები განსაკუთრებულად ელიან.

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ბედნიერება, წარმატება და მშვიდობა გვინდა გისურვოთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203