„აუსრულდათ ცელქებს გულის საწადელი“- ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი თოვლით გაიხარეს
ქარელის მუნიციპალიტეტს სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი თოვლის მოსვლით გაიხარეს.
სკოლაში მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომაც, მათ ნატვრა აუსრულეს და თოვლში გასართობად გაიყვანეს.
მოსწავლეებმა გაიხარეს, იგუნდავეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„აუსრულდათ ცელქებს გულის საწადელი! პირველი თოვლის სიხარული“,- წერს სკოლა.
იხილეთ ფოტოები: