ფერებისა და სიყვარულის ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება
20-02-2018
„გაიფერადე დღე და გაიცანი ახალი ადამიანები“ - ეს თბილისში, მთაწმინდის პარკში დაგეგმილი „ჰოლის“ ფესტივალის მთავარი მესიჯია. ასეთი მასშტაბებითა და ორგანიზებით გამართული ფერების ფესტივალი, საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომლის სტუდენტები, როგორც საორგანიზაციო, ასევე მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით ჩაერთვებიან ფესტივალში.
„ჰოლი“- დღესასწაული, როდესაც შავი ფერი არავის ახსოვს - მხიარული, ფერადი, სიყვარულისა და მეგობრობის დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის დადგომის სიმბოლოდ ითვლება და საუკუნეებია, რაც ინდოეთში აღინიშნება.
„ჰოლის“ ორგანიზების საქმეს - „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ დამფუძნებელი და კსუ-ს რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში - დარპან პრაშერი ხელმძღვანელობს.
ფერების დღესასწაული 4 მარტს, 14:00 საათზე მთაწმინდის პარკში გაიხსნება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ, ინდური ტკბილეული დააგემოვნონ, ქართული ღვინო მიირთვან და ქართულ-ინდური საცეკვაო და მუსიკალური ნომრებით ისიამოვნონ.
ფესტივალს, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მოწვეული ინდური ტელევიზია - ,„news nation“ გააშუქებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია