პირველი მაისის საჯარო სკოლას ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და კრეატიული ნაძვის ხე ამშვენებს
27-12-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და კრეატიული ნაძვის ხე დაიდგა. 

სკოლის ბიბლიოთეკაში, მოსწავლეთა ინიციატივით, ნაძვის ხე წიგნებისგან შეიქმნა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ნაძვის ხე საახალწლო ლექსებით და სიმღერებით შეამკეს და გაამრავალფეროვნეს. 

სკოლის ბიბლიოთეკარი მელანო შავლიძე გახლავთ. მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელები კი არიან - ემინე თებიძე, მზია საფარიძე, ლუარა ბასილაძე და შორენა მიქელაძე.

„თურმე, სულაც არ არის აუცილებელი გასწიო ფულადი ხარჯი ამ დღის გალამაზებისათვის, მთავარია სტიმული და იდეა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203