ვალის N4 საჯარო სკოლაში საახალწლო აქტივობა ჩატარდა
27-12-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლაში ამჯერად, მუსიკის პედაგოგის, ირმა ჯანაშვილის ხელმძღვანელობით საახალწლო აქტივობა ჩატარდა.

„ახალი წელი ხომ გამორჩეული დღესასწაულია ბავშვებისთვის?! მოსწავლეებმა წაიკითხეს საახალწლო ლექსები, იმღერეს და იცეკვეს ნაძვის ხესთან, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ჩვენი სკოლის სახელით ყველა ბავშვს ვულოცავთ ახალ წელს და ვუსურვებთ მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203